იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 68 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა და 602 მილიონ 200 ათას ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა.