მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება შესაძლოა რუსი სამხედრო დამკვირვებლების მიერ განხორციელდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან. ჩვენ არ ვიზიარებთ თურქეთის პოზიციას განცხადებას, რომელილც რამდენჯერმე პრეზიდენტმა ალიევმაც გამოთქვა. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით განცხადებას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მისაღებია“, - აღნიშნა ლავროვმა.