დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე, - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია.