დღეს ვხვდებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე, აქტიურად არიან ჩართული რეფორმებში და მათ აქვთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში ღირებული იქნება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება შერჩევის პროცედურასა და იმ მონაცემებზე, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს.