იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული. გიორგი მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ აქტივობა ბოლო პერიოდში გაიზრდება.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.