საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მმართველ გუნდში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთახნმება მიღწეულია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საინტერესო ვერსიაზე ჯერდება. უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. ქართულ ოცნებაში ასევე აცხადებენ რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა საინტერესო ვერსიაზე ჯერდება და იმედოვნებენ რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის მისაღები აღმოჩნდება. უმრავლესობის ფორმატში 2-დღიან შეხვედრებს, ქართული ოცნების წევრები შედეგიანს უწოდებენ.