საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იგი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს გარკვეულ საკითხებზე მოუწიოს უკან დაბრუნება და თავიდან გადახედვა კანონპროექტზე. ასევე როგორც მან აღნიშნა მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში. შეხვედრას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.