უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო პროექტი ინიცირებისათვის მზად არის. უმრავლესობის ყოფილი წევრი "საერთო სასამართლეობის შესახებ" კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენას მომავალი კვირისათვის გეგმავს. მანამდე კი, პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული წრეების წარმომადგებლებს აცნობს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თემაზე გამართულ კონსულტაციებს დაეფუძნა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატის დასახელება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმი დასჭირდება, რაც არამოსამართლე წევრების მხრიდან მხარდაჭერას გულისხმობს.