უზენაესი სასამართლო თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. როგორც გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასიალაია აცხადებს, პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაინიშნა და დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს. ბექა ბასილაია საქმეში პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს. ადვოკატი ეჭვობს, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძეს გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთის დავალება აქვს მიცემული. 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.