უზენაეს სასამართლოში სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების საქმის განხილვა იწყება - Palitra News

უზენაეს სასამართლოში სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების საქმის განხილვა იწყება

2020-01-21 12:07:03+04:00

უზენაეს სასამართლოში ხვალიდან ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება.

სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.