კოსმოპოლიტური სიდნეი უზარმაზარ, ჭრელ ფარდაგს გავს. გურმანები თუ სერფინგისტები, გენოდისტები თუ მოგზაურები - აქ ყველა აღმოაჩენს საკუთარ სიდნეის. ვიღაცა ქალაქ პლიაჟს, ვიღაც ცათამბჯენების ჯუნგლებს და ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქს. ავსტრალიის უდიდესი ქალაქი და ახალი სამხრეთ ველსის შტატის დედაქალაქი ტასმანიის ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. სიდნეი - აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრი მყარად არის წყალთან დაკავშირებული მისი თვალწარმტაცი ხედები სასეირნო გემებიდან შესანიშნავად მოსჩანს, მაგრამ საუკეთესო ხედი მაინც ჰარბორ ბრიჯიდან იშლება. სიდნეის გარს ეროვნული პარკები ერტყმის ეროვნული პარკის სტატუსი სიდნეის ყურის რამდენიმე ფართობს აქვს მინიჭებული და დაცულია როგორც მიწის ასევე წყლის ლანდშაფტები ავსტრალიის უდიდეს ქალაქში მოგზაურობის მთავარი პრობლემა სწორედ ქალაქის სიდიდეა სიდნეი ხომ ნიუ-იორკის ფართობზე ორჯერ მეტია და რამდენი რამ არის აქ საინტერესო თანამედროვე სიდნეი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მეგაპოლისია მას პლანეტის ყველა კუთხიდან უამრავი რაოდენობის ტურისტი სტუმრობს. აქ შეგიძლია მშვენივრად დაისვენო ურიცხვ პლიაჟებზე როგორც ქალაქში ასევე მის შემოგარენში,დაკავდე სერფინგით ითამაშო პლიაჟის ფრენბურთი ჩაატარო პანორამული ექსკურსია ულამაზეს წყნარ ნავსადგურში,გაიარო პედინგტონის მაღაზიებში და გადაეშვა ღამის ხმაურიან ცხოვრებაში. სიდნეიში მოდუნებული და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ მეგაპოლისს მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრის სტატუსი აქვს პარკებისა და მწვანე ოაზისების დიდი რაოდენობის წყალობით ის პლანეტის არცერთ სხვა დიდ ქალაქს არ ჰგავს. სიდნეიში ისტორიული ძველი ძეგლები ნაკლებად არის მაგრამ აუცილებლად ღირს ბელმორისა და პადინგტონის ვიქტორიანული უბნების დათვალიერება,სადაც შეგხვდებათ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლები:სენტ-ჯეიმსის ეკლესია,ჰაიდ პარკის ყაზარმები,სამონეტო ეზო ასევე კუნძულის ციხე ფორტ დენისონი აუცილებლად ეწვიეთ ლურჯ მთებს ჩაისუნთქეთ ევკალიპტური ჰაერი ტრადიციული ავსტრალიური ღვინისა და ყველის დასაგემოვლენბლად გაემგზავრეთ მეღვინეობაში ჰანთერ-ველი დელფინებთან დასამეგობრებლად კი პორტში სთეფენს