ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი ასევე 4 არაწევრ ქვეყანას ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია და 4 კანდიდატ ქვეყანას ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.
გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილება შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიღებულ იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება.