01:57
6 დეკემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
იუველირმა საქორწინო ბეჭედს საკუთარი კანი გადააკრა (+18)
25-08-2017

სუსტი გულის მქონეთ ამ კადრების ნახვას არ გირჩევთ

ისლანდიელმა იუველირმა სრული რეხტმა, რომელიც ცნობილია ავანგარდული ქმნილებებით, შექმნა ოქროს ბეჭედი, რომელიც საკუთარი კანისგან დამზადებულ შალითაში მოათავსა. Forget me Knot (სიტყვათა თამაშია, რომელიც ფრაზებს - "ნიშნობას" და "არ დამივიწყოს" აერთიანებს) - ასე ჰქვია ბეჭედს, რომელიც რეხტის 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნაწილია და 350 000 ევროდაა შეფასებული.

კრეატიულმა დიზაინერმა ბეჭდის უცნაური დიზაინისთვის კანი მუცლიდან მოიკვეთა და მთელი პროცესი ვიდეოზე ასახა.

კანის ნაჭრის ზომა 110х10 მილიმეტრია. ის საფუძვლიანად დამუშავდა, გამოშრა სპეციალური ტექნოლოგიით და დამარილდა. ამის შემდეგ დიზაინერმა თავისივე კანი 24-კარატიანი ოქროთი შექმნილი ბეჭდის გარე ნაწილზე დაამაგრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები