უწყლობის პრობლემა წყალტუბოში - სოფელ ყუმისთავში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 2 თვეზე მეტია სოფელს წყალი არ მიეწოდება. მათივე განცხადებით, სასმელი წყლის მოსაპოვებლად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. ყუმისთავის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ თუმცა აცხადებენ, რომ მრავალი თხოვნის მიუხედავად, სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს. თუკი პრობლემა არ გადაიჭრება, მოსახლეობა პრომეთეს მღვიმის შესასვლელის გადაკეტვას გეგმავს. წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება რადგან ყუმისთავში წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის. ამის მიზეზად კი გვალვებს ასახელებენ. პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად კი წვიმიან ამინდს ელოდებიან.