უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომების ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებაზე გადავიდა - Palitra News

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომების ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარებაზე გადავიდა

2020-04-07 13:11:07+04:00

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

მათივე განმარტებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.