ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, სასამართლო პროცესზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ”თუ როგორი ტენდენციურია ბრალდება”. ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია."ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, თავისი დავალება და ამოცანა იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.