01:12
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
უცნაური სიმპტომი, რომელზეც კოვიდგადატანილი პაციენტები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ - "არავინ მიჯერებს, არ ვიცი, რა ვქნა"
16-12-2021

სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებშიც კოვიდგადატანილი პაციენტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ გემოსა და ყნოსვის დაბრუნების შემდეგ უცნაურ და არასასიამოვნო სუნს გრძნობენ.

"ეს ორი კვირაა რაღაც ერთნაირი საშინელი სუნი და გემო აქვს ყველაფერს, თანდათან უფრო და უფრო მძაფრდება. აუტანელია უკვე. ვერც ავხსნი, რა საშინელებაა... საჭმელს ვეღარ ვჭამ. თუ შევჭამ, სუნთქვას ვიკავებ, რომ ვერაფერი ვიგრძნო... სუნიც ასეთი საშინელი აქვს ყველაფერს... ნერვებზეც ძალიან მოქმედებს, ძალიან მაღიზიანებს, ტირილიც კი მინდება ხოლმე. არც არავინ მიჯერებს.

განუწყვეტლივ დამწვრის სუნი მცემდა, ყავის და სიგარეტის ნამწვავის სუნს ახლაც ვერ ვანსხვავებ.
ოქტომბერში მქონდა ვირუსი, სუნი და გემო დამიბრუნდა, მაგრამ საშინელ სუნებს ახლაც ვგრძნობ. ასევე, საჭმელების უმეტესობას რკინის გემოზე ვჭამ.
მეხუთე თვეა ასე ვარ. გაუსაძლისია, დავიტანჯე."

კომენტარებში ასევე წერენ, რომ ეს საშიში არ არის და გემო და სუნი აუცილებლად ყველას დაუბრუნდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნანა
16-05-2022
ორ ეპიზოდად გადავიტანე კოვიდი, პირველად საშ. სიმძიმის, მეორედ დამემართა ერთი წლის შემდეგ, დავადება გამოვლინდა გეგმიური გამოკვლევების შედეგად, დადასტურებიდან 10 დღ-ის შემდეგ დამეწყო კუნთების ტკივილი, ეს სიმპტომები დღესაც გრძელდება,გაუსაძლისია კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
ლალუკა
16-05-2022
კოვიდი არ გადამიტანია, გავიკეთე აცრები ფაიზერით, აცრამდე შეიძლება გრიპი წელიწადში ორჯერ დამმართნოდა, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ახლა მის შემდეგ ყველა თვეში გრიპი მაქვს.
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები