"სიბრმავე" - ნობელის პრემიის ლაურეატის, პორტუგალიელი მწერალის, სცენარისტისა და ჟურნალისტის, ჟოზე სარამაგუს რომანია. წიგნის ორიგინალი ავტორის სამშობლოში 1995 წელს პორტუგალიურ ენაზე გამოქვეყნდა.თავისი ქვეყნის უპირველეს პროზაიკოსად აღიარებულმა ჟოზე სარამაგუმ, წერას სერიოზულად 58 წლის ასაკში მოკიდა ხელი და გახდა პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელმაც 1998 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. ხოლო სიბრმავე იყო მისი ერთერთი ნამუშევართაგანი, რომელიც აღნიშნული იყო კომისიიის მიერ, რის გამოც მას გადაეცააა პრემია.ნაწარმოებში არწერილია უცნაური ეპიდემია, რომელიც ადამიანებს უცებ, ყოველგვარი წინასწარი სიმპტომების გარეშე, აბრმავებს. სიბრმავე მალევე მოედება მთელს ქალაქს და იწყება ეპიდემია. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას რომ დაავადებულთა იზოლაცია მოახდინოს და ავადმყოფებისა და მათთან ბოლოს კონტაქტში მყოფებს კარანტინში ანთავსევს სიტუაციის კონტროლი კი არმიას ევალება. ამ გეტოსა თუ საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ ერთი ქალი - ექიმის ცოლია თვალხილული, რომელმაც სიბრმავე იგონებს, რათა ქმარი არ მიატოვოს განსაცდელში. კარანტინში ახალი სამყარო იქმნება, რომელსაც ხან ექიმის ცოლის, ხანაც ავტორის თვალით ვაკვირდებით.