საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 აპრილისთვის საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 3 მილიარდ 623 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 574 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 49 მილიონ დოლარს შეადგენდა.3 მილიარდ 623 მილიონი დოლარიდან სავალუტო რეზერვი 3 მილიარდ 422 მილიონ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სავალუტო რეზერვების მოცულობა 2 მილიარდ 840 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქტივები ასევე სავალუტო ფონდში 200 მილიონის სესხების სპეციალურ უფლებებს მოიცავს.აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ყიდულობს დოლარს. 2018 წლის აპრილიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 462 მილიონ 200 ათასი დოლარი შეისყიდა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსის რყევების მიუხედავად, ეროვნულ ბანკს არცერთი დოლარი არ გაუყიდია.