უცხოურ ვალუტში დაკრედიტების ზღვარი შესაძლოა 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიას აღნიშნული საკითხის შესწავლა დაავალა. გახარიას განცხადებით, ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად იდგმება. ამასთან, როგორც გახარიამ განაცხადა, ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებზე პასუხისმგებლიანი მთავრობის პასუხია.