უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი კი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - Palitra News

უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი კი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

2020-03-25 13:31:16+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდება. მისივე განცხადებით, 23 და 24 მარტს შესრულებული ფრენებით სამშობლოში საქართველოს 300 მოქალაქე დაბრუნდა.

რაც შეეხება ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებს, ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული ფრენები 26 და 31 მარტს შესრულდება. მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერის მითითებით, ჩარტერული რეისის ნებისმიერი კლასის ბილეთი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული