უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცი დაეკისრებათ.პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, სანქციად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.