უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ - Palitra News

უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ

2021-06-23 15:01:04+04:00

გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან. სპეციალისტები უკვე ტაძარში იმყოფებიან. ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი მედიისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაკეტილია.

ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები. მისივე თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ სახელდება.

როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება. მისი თქმით, ტაძარში ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის წყლის ჩასვლა არ ხდება და სამუშაოებიც ტაძრის უსაფრთხოების გამო მიმდინარეობს.