„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტების, ეუთოს და ევროსაბჭოს სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, - ამის შესახებ ელნურ ალავერდიევმა, სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს არ აქვს არსებითი შენიშვნები საყოველთაო საარჩევნო პროცესზე, არჩევნების ორგანიზებასა და კომისიების საქმიანობაზე საარჩევნო უბნებზე, სადაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისათვის, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა აქტიურობა.