06:44
27 ნოემბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რამდენი დღე უნდა გაატარონ თვითიზოლაციაში უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა?
27-10-2020

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში 8 დღით განთავსდებიან. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. ასევე, თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.

აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს.

„მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით“,- აღნიშნავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

AutoPlay
3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ეხება თუ არა შეზღუდვები საცხობებსა და საკონდიტროებს?
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, სარესტორნო ბიზნესს სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
იანვრის ბოლოსკენ ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები