ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილები ხის ტოტებისა და სამშენებლო მასალების დაცემის შედეგად დაზიანდა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, ქარის შედეგად დაზიანებული ხეების გატანის სამუშაოებს ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ. ამ დროისთვის აჭარაში, ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარია.