22:39
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
უთოზე ერთი წერტილი მიგვანიშნებს, რომ გრილით უნდა გავაუთოოთ - ალბათ თქვენც არ გამოუტყდებით თავს, მაგრამ იარლიყზე ამ სიმბოლოების ცნობა ბევრმა არ იცის
05-06-2019

სამოსზე ყოველთვისაა მიმაგრებული იარლიყი, რომელზეც მითითებულია მატერიის შემადგენლობა, მწარმოებელი ქვეყანა და სხვადასხვა ნიშანი, რომელთა წაკითხვაც ბევრმა არ იცის. ნიშნების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მატერია რეცხვისას არ დაზიანდეს. ჩვენ ყველაზე გავრცელებული ნიშნების ცნობას გასწავლით. იარლიყზე წყლიანი ტაშტი მიგვანიშნებს, რომ მატერიის გარეცხვა შესაძლებელია, თუ წყლიან ტაშტთან ერთად ხელიც ხატია, მატერიის მხოლოდ ხელით გარეცხვაა დასაშვები.  წყალში მითითებული გრადუსი გვეუბნება, რომ სამოსის გარეცხვა დასაშვებია, როგორც ხელით, ასევე სარეცხის მანქანის საშუალებით, თუმცა წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მითითებულს. თუ ასეთი ნიშნის ქვეშ სწორი ხაზია გასმული, მატერია დელიკატურ რეჟიმზე უნდა გარეცხოთ. თუ იარლიყზე გადახაზული სამკუთხედია მითითებული, მისი რეცხვისას არ შეიძლება მათეთრებლის გამოყენება. სამკუთხედში ჩაწერილი ასეთი ლათინური ასოები, უფლებას გვაძლებს გამოვიყენოთ ქლორის შემცველი მათეთრებელი. ალბათ შეგიმჩნევიათ იარლიყზე დახატული უთო, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოსის გაუთავება დასაშვებია, თუმცა უნდა მიაქციოთ ყურადღება წერტილებს, რომელიც უთოზეა მითითებული: ერთი წერტილი მიგვანიშნებს, რომ ნაჭერი გრილი უთოთი უნდა გავაუთოოთ, ორი წერტილი 150 გრადუს ტემპერატურაზე  გაუთოების უფელაბს გვაძლევს, სამი წერტილი კი მიგვანიშნებს, რომ უთო მაქსიმალურ ტემპერატურაზე შეიძლება იყოს გახურებული. თუ კვადრატში წრეა ჩახატული დასაშვებია სამოსის მანქანაში გაწურვა და გაშრობაც. იარლიყზე ასევე შესაძლოა მითითებული იყოს სამოსის გაშრობის წესებიც. თუ  კვადრატში ასეთი რკალი ხატია, დასაშვებია სამოსის გაწურვის შემდეგ მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაშრობა, კვადრატში ჩახატული სამი ხაზი კი გვაფრთხილებს, რომ გაუწურავი გავაშროთ ვერტიკალურად. ჰორიზონტალურად გაშრობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს კვადრატში ჩახატული ჰორიზონტალური ხაზი.

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები