არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, მე მიმაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის, გრიგოლ ვაშაძე კი პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტად - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის საგარეო კურსთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. უსუფაშვილი მიიჩნევს რომ კიდევ უარესია ვაშაძის კანდიდატურა. "დასვამს მერე ალბათ მიშას აქ და თვითონ ივლის აქით იქით" - აცხადებს დავით უსუფაშვილი, რომელიც ამომრჩევლებს ამჯერად ზუგდიდში შეხვდა და საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა