14:20
2 დეკემბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
უსუფაშვილი - თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, ორჯერ უარეს ხელისუფლებას მივიღებთ
21-01-2019

თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, მაშინ ამით მივიღებთ ორჯერ უარეს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიდგომები არჩევნებისადმი და ამაზე ის თავად ძალიან სერიოზულად მუშაობს.

„დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ძალიან დიდი ცდუნება, რომ შენც ოპონენტი, შეიარაღდე არასწორი მეთოდებით, რომლითაც ხელისუფლება იბრძვის. ნომერ პირველი თემა არის, რომ ოპოზიციის მხარეს იყოს სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაფინანსების თემებია, ბიზნესთან ურთიერთობის, თუ ზოგადად, პოლიტიკის კეთების - აქ პირველ რიგში, მაღალი სტანდარტები უნდა შევინარჩუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებბს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, მაშინ ამით მივიღებთ ორჯერ უარეს ხელისუფლებას. ეს ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ამიტომ კარტოფილით ან ხახვით, ან დარიგებული ფულით, დაშინებით და მოტყუებით მიღებული ხმებით მოსული ხელისუფლება იქნება ორჯერ უფრო უარესი. ამიტომ ოპოზიციისთვის მორალურ თუ ზნეობრივ საფუძველში ეს არაფერს ცვლის. 2020-ში ძალიან მნიშვნელოვანია ნოუჰაუები, ანუ ახალი მიდგომები არჩევნებისადმი, ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ მეც და „შენების მოძრაობაც“. ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს სხვადასხვა ჯგუფებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. ამ თვალსაზრისით მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

AutoPlay
Newsroom: გადაცემის სტუმარია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სასამართლოზე ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილია 2003 წელში, ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება - სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს - ლევან გოგიჩაიშვილი
01-12-2021
Newsroom: გადაცემის სტუმრები არიან დავით ბერძენიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი
01-12-2021
არავის ვაპატიებ ამას, არც მიშას... - დავით ბერძენიშვილი
01-12-2021
ზურაბ ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს ფასად ათავისუფლებენ და ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას არც მსხვერპლი მოჰყოლია, არავინ გაუძარცვავს, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი - ანა დოლიძე
30-11-2021
Newsroom: გადაცემის სტუმრები არიან ანა დოლიძე, ირაკლი მელაშვილი და ლევან ტაბატაძე
30-11-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები