ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა, თუმცა, ეს იხილებოდა ძალიან დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდებობრივი კონტექსტებით, - ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.დავით უსუფაშვილი პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფრაქციების გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის მხოლოდ ”ქართული ოცნების” მიერ არ ხდება.