ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლებებია. ამას გარდა მსჯელობა კიდევ 5 საკითხს ეხება. მათ შორისაა შეიარაღებული ძალების გაზრდა და ნატოს მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უცნობია, მსჯელობა ეხება თუ არა ახალ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება. სხდომას პრეზიდენტთან ერთად პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებიან.