უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები კოშკების და მაჩუბების რესტავრაციას და აღდგენას მოითხოვენ. მათი თქმით, სოფელში ელექტროენერგიისა და გზების პრობლემაც არის. უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი, ორი კვირის წინ ჩამოიშალა.