უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია დღესაც გაიმართება. ამის შესახებ პალიტრანიუსს მესტიელმა კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მანქანებს არ ატარებდნენ.
ხაჭვანის თქმით, აქციის მონაწილეები ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის და პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისვლას ითხოვენ. ხაჭვანი ამბობს, რომ გუშინ უშგულში მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ავიდა, თუმცა ადგილობრივები მას არ შეხვდნენ.
კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, მან მოგვიანებით მოსახლეობასთან შეხვედრა შეძლო და მათი პრობლემების შესახებაც მიიღო ინფორმაცია.