სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ, - ამის შესახებ ”ინტეპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება გუშინ შევიდა.
"სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ, რომ დაკარგული ტურისტები მოძებნონ", - განმარტეს უწყებაში.