იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრის ზაზა ხარებავას განცხადებით, უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კანონდარღვევით არის წარდგენენილი. მისი განმარტებით, საბჭოს კანდიდატად პარლამენტს მისი კანდიდატურა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" შესთავაზა.მისი თქმით, წარდგენისას,აბსოლუტურად, დაცული იყო კანონის, რეგლამემტის ყველა მოთხოვნა.აქედან გამომდინარე,ხარებავას განმარტებით,მისთვის გაუგებარია 2 წლის თავზე საუბარი იმაზე, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონდარღევითაა წარდგენილი.