ბუკიას ბაღში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეკვების გაჩუქების აქცია მოაწყო. სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფრიდან გასული ლეკვები, უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის. მათივე თქმით, ჩატარებული ცხოველებს აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია და არიან სრულიად ჯანმრთელი. ლეკვის ჩუქებისას პატრონს სარეგისტრაციო მოწმობა ადგილზე გადაეცათ. დღევანდელ აქციაზე 10 ლეკვი გაჩუქდა. გაჩუქების აქციის მიზანი უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.