ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. ცერემონიას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი და სურსათის ეროვნული სააგენტოსმ უფროსი დაესწრნენ .ელიზაბეთ რუდის თქმით, ეს მავნებელი აშშ-იც გავრცელებული იყო და მისი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე მწერის სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი კონტროლი შესაძლებელია .ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 93 ატას ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა დამუშავებული, ცივი შესხურებით 3 ატასამდე ჰექტარი, 50 ათასი "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჯებული. ასევე პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სწავლებები და მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მოწვევა და ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში ჩართულობა.