საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია, რისთვისაც პრემიერი უწყებას მადლობას უხდის. რეაგირებას რაც შეეხება, მისი თქმით, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები.