კოპა ამერიკას პირველ ტურში ურუგვაის ნაკრებმა ეკვადორი 4:0 დაამარცხა. ურუგვაიმ ანგარიში დებიუტში გახსნა, 24-ე წუთზე მსაჯმა ლოდეიროსთან უხეშობისთვის პირდაპირი ბარათით ეკვადორელთან ნახევარმცველი კინტეროსი გააძევა, ამის შემდეგ ურუგვაიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მომდევნო წრეში იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფში ბოლო მატჩს ჩილესთან 25 ივნისს გამართავს.