სამართალდამცველებმა ვაგზლის მოედანზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ მოზარდს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ:17 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს - რა მოხდა არასრულწლოვანებს შორის "თბილისი ცენტრალთან"?