ურეკში, სასტუმრო "კოლხიდას" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 10 და 13 წლის მოზარდები, ასევე 21 წლის გოგონა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში შევიდნენ და ძლიერი ტალღების გამო, ვეღარ ახერხებდნენ უკან გამოსვლას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.