ურეკში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

ურეკში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2020-08-17 12:38:31+04:00

ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მამაკაცის ცხედარს გუშინ გვიან ღამით მიაკვლია.

არსებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში საბანაოდ შტორმის დროს შევიდა, რამდენიმე ხანში კი მათ დახმარება ითხოვეს. სამაშველო სამსახურმა ერთ-ერთი მათგანის გამოყვანა შეძლო, მეორეს სამძებრო სამუშაოები კი გრძელდებოდა.