ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.არსებული ინფორმაციით, მოზარდი ურეკში ჩასული ცეკვის ანსამბლის წევრი იყო.როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.