ურეკისა და შეკვეთილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 155 000 ათას ლარს შეადგენს. 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები და კომერციული ფართები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შედეგად, გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. სულ ურეკსა და ნატანებში დაზიანდა 19 საცხოვრებელი სახლის სახურავი.