ბევრი ქალბატონი არაკრიტიკულდღეებშიც მოიხმარს ჰიგიენურ საფენს, რომელიც სპეციალურად ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რამდენად მიზანშეწონილია და უსაფრთხო მათი ყოველდღიურად გამოყენება, ასევე არაკრიტიკულ დღეებში ტამპონის მოხმარება, ექიმთან გადავამოწმეთ. ჯანმრთელი ქალი არ საჭიროებს ყოველდღიურ საფენებს, რადაგან თუ ქალბატონი იცავს ჰიგიენას და იღებს შხაპს დილას და საღამოს, დრის განმავლობაში ის არ უნდა შეწუხდეს საფენის გარეშე, და თუ ეს ასე არაა, მაშინ უნდა მიმართოს ექიმს, რათა დადგინდეს, რის გამო საჭიროესბს ქალი ყოველდღიური საფენის გამოყენებას და იმკურნალოს. თუმცა არასისტემატიურად რა თქმა უნდა დასაშვებია ასეთი საფენების გამოყენებაც, თუ კი ის ხარისხიანია.