რომანი "ჯეინ ეარი" მე 19-ე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერლის, შარლოტ ბრონტეს კალამს ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო გატაცებულული წერით. ავტორს მწერლობის თავდაპირველ გზაზე დიდი წინააღმდეგობები შეხვდა ,მისი პირველი რომანი ყველა გამომცემლობამ უკან დაუბრუნა. მას ურჩიეს წერისთვის თავი გაენებებინა, თუმცა ამ რჩევამ ვერ მოახერხა მწერლისათვის წერაში ხელი შეეშალა და მან საპასუხოდ 1847 წელს მისი ყველაზე რეზონანსული რომანი, "ჯეინ ეარი" გამოაქვეყნა.