უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს "საქგზამეცნიერებამ" გაიმარჯვა.
სატენდერო პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიამ ასევე უნდა მოამზადოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაც. ტენდერის პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თბილისის მერიისგან აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემთხვევაში ყველაზე დაბალ ფასს, 57 500 ლარს ითხოვს.