მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ბარი მარშალმა ასთმისა და კვებისმიერი ალერგიის პრევენციის ახალი საშუალება შეიმუშავა. მან უნდა დათრგუნოს ზედმეტად აქტიური იმუნური სისტემა. მეცნიერის თქმით, ამ სამუშაოს საწყისი ჰელიკობაქტერიაზე მიმდინარე კვლევები აღმოჩნდა. აღნიშნული პათოგენი ცოცხლობს სხეულში და თრგუნავს იმუნიტეტს. შედეგად, ორგანიზმი ვეღარ იშორებს მას. პროფესორის აღიარებით, ახალი საშუალება ყველას ვერ უშველის, მაგრამ ჰიპერაქტიური იმუნიტეტის მოთვინიერება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იქნება შესაძლებელი, რაც ადამიანებს ბევრ პრობლემას მოაშორებს.პრეპარატი ფხვნილის ფორმითაა, ფხვნილი უფრო მარტივი მისაღებია საკვებთან ან სასმელთან. ეს საშუალება უკვე სამრეწველო მასშტაბებით წარმოებისთვის მზადაა, თუმცა საჭიროა მისი უსაფრთხოების შემოწმება ცხოველებსა და ადამიანებში. ბავშვებზე კლინიკური კვლევა, პროფესორის აზრით, უახლოეს სამ წელიწადში დაიწყება.