მოულოდნელი თოვლი უდაბნოში. საჰარა დაახლოებით 40 წლის შემდეგ თეთრმა ფენამ დაფარა. იშვიათი მოვლენის ამსახველი ფოტოები კარიმ ბუშეტატამ გაავრცელა. ფოტოებზე ალჟირის პატარა ქალაქი აინ სეფრაა აღბეჭდილი, რომელიც საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ფოტოგრაფის თქმით თოვლი 1 დღის განმავლობაში არ დადნა. ბოლოს აინ სეფრაში თოვლი 1979 წელს მოვიდა.