გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის კვლევის თანახმად ავღანეთში 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 600 000 ბავშვი შიმშილობს, 1,4 მილიონი კი ამავე ასაკობრივი ჯგუფიდან საკვების დეფიციტს განიცდის. გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ასეთი საგანგაშო სიტუაცია ავღანეთის გარდა მხოლოდ იემენსა და სამხრეთ სუდანშია, სადაც სამოქალაქო ომია. უახლოეს 3 კვირაში UNICEF-მა არანაკლებ 7 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების დაახლოებით 60%-ს დაეხმაროს.